Monday, July 16, 2018

დღე IX

არაჩვეულებრივი შეგრძნებაა რაღაცას რომ სწავლობ ,იყენებ და ხედავ შედეგს.მადლობა ქ-ნო მანანა ამდენი წუწუნის მიუხედავად  მოახერხეთ ჩვემი 9 დღე გაძლება.
დღეს შევაჯამეთ მთელი მუშაობა,  წარმოვადგინეთ პრეზენტაციების სახით თითოეულმა ჩვენი პროექტები,განვიხილეთ და მივეცით უკუკავშირი.
ძალიან მომეწონა ბუკლეტებზე და კითხვარებზე მუშაობა,ეს ჩემთვის ახალი იყო და ხშირად გამოვიყენებ ჩემ პროფესიულ საქმიანობაში.
მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ და ინტელის პროგრამას რომ ზრუნავს ჩვენი პროფესიული განვითარების მხარეზე.

Friday, July 13, 2018

დღე VIII

გავეცნოთ მეშვიდე მოდულის დავალებებს.დავამთავროთ კითხვარი  რომელიც შევინახე პროექტის დამხმარეში.შევისწავლე გუგლ-კითხვარის შექმნა და მისი ბლოგზე განთავსება.
შევამოწმე პროცედურები და საბოლოოდ ავტვირთე პროექტის გეგმაში.
დღემ ისე სწრაფად გაიარა ვერც კი გავიგეთ.პროქტის ბოლოს შევამოწმეტ იოსევ პროექტის გეგმა.

Wednesday, July 11, 2018

დღე VII

დღევანდელ მოდულში განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი, გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის პრეზენტაციას,შევამოწმეთ პორტფოლიო,შევქმენით მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლებისთვის აქტივობების ჩამონათვალი.გავეცანი დრაივზე ისტორიებს,ასევე ხარაჩოებს ვიუვერში.
დღევანდელი დღე სწრაფად გავიდა.მადლობაააა ქ-ნ მანანა

Monday, July 9, 2018

დღე VI

დღევანდელი დღე საინტერესოდ დამთავრდა........გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა,ავტვირთეთ კურსის რესურსებში,გავაკეთეთ შეფასებები.
პროექტის გეგმის ცეკლისტი ავტვირთეთ კურსის რესურსებში ,ჩავინიშნეთ დავალება.მზად ვართ ვიღვაწოთ მოსწავლეთა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

Wednesday, July 4, 2018

დღე IV

   


     ტრენინგის მონაწილეებო  რომელ გარემოში ისურვებდით  შემდეგი ტრენინგის წარიმართვას?


დღევანდელი დღე უფრო რთული აღმოჩნდა ,ვიდრე მეგონა.
განვიხილეთ მოდული 2 -ის აქტივობა 3(პროექტის შეფასება)











Monday, July 2, 2018

დღე III

 მოგესალმებით.მიუხედავად სიცხისა და დაღლილობისა დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.    ყველაზე მთავარი ჩემი აზრით იყო პროექტის  გეგმაში  შესატანი  სტანდარტის და მიზნების განსაზღვრა.
გავეცანით ბლუმის სასწავლო მიზნების ტაქსონომიას.
ჩემთვის ახალი იყო  DRIVE ის შესახებ ინფორმაცია(ან არ მახსოვდა).
პროექტის გეგმის შაბლონი შევინახეთ დრაივში და ვისწავლეთ მისი გარდაქმნა დოკუმენტათ სადაც შევძლებთ კორექტივების შეტანას.
ეხლა ვწერ რეფლექსიას და გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე.

Friday, June 29, 2018

დღე II


1. წავიკითხეთ დავალებად მოცემული პროექტის შინაარსები.განხილვა ძალზედ საინტერესო და ახლისმომცემი აღმოჩნდა.   ჩავინიშნეთ პროექტის შინაარსის დაწერის სამი მთავარი მახასიათებელი: რას იკვლევენ? როგორ იკვლევენ? რ4ას კმნიან კვლევის პროცესში მოსწალეები?
2.ვისწავლეთ პროექტის გეგმის შაბლონში მუშაობა (სურათის ჩასმა,ტექსტის ჩასმა)
3.ვნახეთ ბუკლეტის შაბლონი და გარკვეული მანიპულაციები ჩავატარეთ.
4.მოძიებული მასალა განვათავსეთ დოკუმენტების შესაბამის ფოლდერებში.
5. ერთმანეთის ბლოგებში დავტოვეთ კომენტარი
6.საკუთარ ბლოგზე განვათავსე მეორე დღის რეფლექსია
7.ჩავინიშნე დავალება მესამე შეხვედრისთვის.